შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2584
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2584

  2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ (ს/ნ: 405103061) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 (ერთი) წლის ვადით და მიეცეს უფლება, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტიტას მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

I უბანი

X

Y

1

273411,516

4779160,601

2

273485,335

4779255,852

3

273593,285

4779250,295

4

273749,654

4779073,289

5

273700,442

4779066,145

6

273575,823

4779158,220

7

273416,279

4779121,707

S=2,76 ჰა

II უბანი

X

Y

1

274375,130

4779591,609

2

274399,737

4779489,215

3

274344,968

4779461,433

4

274228,286

4779435,239

5

274062,392

4779221,720

6

274022,705

4779224,895

7

274066,361

4779427,302

8

274144,002

4779479,427

9

274116,632

4779541,098

10

274143,620

4779582,373

11

274259,508

4779556,973

12

274311,630

4779584,465

S=5,53 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ 200 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა (1 მ3 – 0,2 ლარი) და კომპანიამ, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა.  

4. შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. შპს „ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი