2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2689
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 210 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 12.07.2024 „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულების და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 15.12.2017 სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 12.12.2019 საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 23.08.2019 კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 20.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2689 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი 2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, 2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელი  საერთაშორისო შეჯიბრის დაფინანსებისა (სუბსიდირების) და 2023 წელს ფრისტაილსა და სნოუბორდში  მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებისათვის განკუთვნილი ღონისძიებების ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 215096367) გამოეყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის მოძიება დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.   3. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“  ეთხოვოს: ა)  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეჯიბრის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების  ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრების ა(ა)იპ − საქართველოს სათხილამურო ფედერაციისთვის (ს/კ: 202174832) გადარიცხვა, მის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისა და სამუშაოების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის. პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი