სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფ/პ ალექსანდრა არაყიშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2691
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დიარონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფ/პ ალექსანდრა არაყიშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2691
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფ/პ ალექსანდრა არაყიშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება „იამაჰა გრიზლი“ საიდენტიფიკაციო ნომრით − JY4AM09W080022800, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფ/პ ალექსანდრა არაყიშვილს.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) ფ/პ ალექსანდრა არაყიშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი