საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2586
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
matsne.gov.ge 1,562 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 99% 14.12.2015 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 99% 20.07.2015 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 29.12.2016 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 03.04.2017 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 03.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2586 2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ (შემდგომში − კომისია) 2017 წლის 11 დეკემბრის სხდომის №3 ოქმის გათვალისწინებით: 1.  სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 17 დეკემბერს  გაფორმებული №01/162-150 ხელშეკრულებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში არსებული რესურსის განკარგვისა და დარჩენილი თანხის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნა სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 17 დეკემბერს  გაფორმებული  №01/162-150 ხელშეკრულებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში არსებული რესურსის − 89 794.85 ლარის  სსიპ − გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობის სამუშაოებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით; ბ) დაკმაყოფილდეს სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნა უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო დამატებითი დაფინანსების − 39 901.11 ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით; გ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტთან 2015 წლის  17  დეკემბერს  გაფორმებულ   №01/162-150 ხელშეკრულებაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, საბოლოოდ განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; დ) მიეცეს რეკომენდაცია სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ −  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით,  ხოლო, მეორე მხრივ − საქართველოს კანონმდებლობით; ე) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტთან  2015 წლის  17 დეკემბერს  გაფორმებულ   №01/162-150 ხელშეკრულებაში,  საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ იცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; ვ) სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში მისი შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 2. სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  30   პერსონალური კომპიუტერის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან  დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა კომპიუტერული ტექნიკის (30 ერთეული მაგიდის პერსონალური კომპიუტერი) შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არა უმეტეს 35 000.00 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს შეძენილი მაგიდის პერსონალური კომპიუტერების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 ერთეულისა; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან; გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ  არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა. 3.  სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის (ა. პოლიტკოვსკაიას 61) სალიფტო მეურნეობისა და პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა პირველი სასწავლო კორპუსის (ა. პოლიტკოვსკაიას 61) სალიფტო მეურნეობისა და პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 568 764.03 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობით: სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სალიფტო მეურნეობის მოწყობისა და პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაფინანსდეს  350 000.00 ლარით (რაც შეადგენს მოთხოვნილი დაფინანსების 61,5%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;   გ) სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ − საქართველოს კანონმდებლობით; დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; ე) სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 4. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების საორიენტაციო მოცულობა განისაზღვროს 5 829 877.29 ლარით (რომელიც დაზუსტდება უნივერსიტეტის მიერ განახლებული ბაზრის კვლევისა და ტენდერის შედეგების გათვალისწინებით), შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაფინანსდეს 4 663 901.83 ლარით (რაც შეადგენს დაფინანსების საორიენტაციო მოცულობის  80%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ამ რეკომენდაციის საფუძველზე; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;   გ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ −  საქართველოს კანონმდებლობით; დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; ე) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 5. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების დაფინანსების შესახებ. დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს  სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად −  323 788.49 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2017 წელს დაფინანსდეს 259 030.79 ლარით (რაც შეადგენს მოთხოვნილი დაფინანსების 80%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით; ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; გ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ −  საქართველოს კანონმდებლობით; დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; ე)  სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში მისი შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. 6. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და საჭირო აღჭურვილობის (ავეჯი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკა) შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით: ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის  დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს სსიპ −  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად − 577 629.00 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და საჭირო აღჭურვილობის შესყიდვისათვის 2017 წელს დაფინანსდეს 462 103.20 ლარით (რაც შეადგენს მოთხოვნილი დაფინანსების 80%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;    ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; გ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ −  საქართველოს კანონმდებლობით; დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა; ე) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში მისი შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან. პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი