რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2703
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ 2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2703
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე, იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, რომლებსაც „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეეზღუდათ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღებისა და განათლების უფლება, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) 31 500.00 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის გადარიცხვა ყოველსემესტრულად, არა უმეტეს 4 სემესტრის განმავლობაში, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ ფარგლებში.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების სანაცვლოდ, შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) უზრუნველყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან შერჩეული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება ჯამურად 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდება 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში.
3. დაფინანსების პირობები განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) შორის გასაფორმებელი დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი