პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016985
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2018
matsne.gov.ge 378 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 84% 13.04.2021 საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 83% 30.11.2017 შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 82% 25.07.2023 საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 81% 30.07.2018 საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი კვერენჩხილაძისა და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 81% 21.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №79 2018 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესის დამტკიცების შესახებ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1​4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობას. 2. დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2🔗 1. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განცალკევებით უნდა მოთავსდეს თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან. 2. არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ერთად შეიძლება მოთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე არამწეველი ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან გაცემულია წერილობითი თანხმობა. მუხლი 3🔗 1. დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეუძლია მისი განთავსების ადგილზე და დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 2. დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილას. მუხლი 4🔗 1. დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მოსაწევი ადგილი, რომელიც გამოიყოფა დაწესებულების სპეციალურად იზოლირებულ ტერიტორიაზე როგორც დაწესებულების შენობის შიგნით, ისე მის გარეთ (ეზო). 2. მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და იზოლირებული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან. 3. დაწესებულება ვალდებულია მოსაწევ ადგილას განათავსოს შესაბამისი ნიშანი და უზრუნველყოს მოსაწევი ადგილის ნაგვის ურნებით აღჭურვა. მუხლი 5🔗 1. დაუშვებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირის მიერ დაწესებულებაში შესვლისას თამბაქოს ნაწარმის შეტანა. 2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან შეხვედრაზე მყოფი პირის მიერ შეხვედრის ადგილზე თამბაქოს მოხმარება, გარდა ხანგრძლივი პაემნის ოთახისა. თუ ხანგრძლივ პაემანზე მყოფი ერთ-ერთი პირი არამწეველია, მეორე პირის მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ არამწეველი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 6🔗 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების მოსამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. 3. დაწესებულებაში შემსვლელი გარეშე პირების მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი დაწესებულების ვადამდე დატოვების საფუძველი. მუხლი 7🔗 დაწესებულება ვალდებულია ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას ეს წესი როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე სპეციალურ ადგილას, საიდანაც ხდება დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლა.