წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2714
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების შესახებ“ წერილ-შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2714
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) 2017 წლისათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ სხვა შემოსავლისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან დაიგეგმა 597,0 ათასი ლარი, 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ფაქტობრივმა შემოსავალმა შეადგინა 386,6 ათასი ლარი, დანაკლისი შეადგენს 210,4 ათას ლარს;
ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 განკარგულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი უპროცენტო სესხის აღების თაობაზე, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს უფლება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სესხი აიღოს საქართველოს მთავრობისაგან.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:
ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;
გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 მარტი.
4. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი