„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ლ. ხუციშვილისა და გ. კაკაურიძის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №2576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2617
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ლ. ხუციშვილისა და გ. კაკაურიძის დანიშვნის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №2576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ლ. ხუციშვილისა და გ. კაკაურიძის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №2576 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ლ. ხუციშვილის, გ. კაკაურიძისა და ა. ლოლაძის დანიშვნის თაობაზე“;
ბ) განკარგულების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და გიორგი კაკაურიძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებლად აგრეთვე დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ანდრო ლოლაძე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი