ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016431
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,019 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
გარე რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე (ასევე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე სარეკლამო ტექნიკური საშუალების განთავსება, რასაც მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება) რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა
მუხლი 2
სარეკლამო საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან უძრავი ობიექტის გამოყენებით
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასიან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.08.2019 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 10.02.2016 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 10.05.2018 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.09.2017 გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება   №43 2018 წლის 10 აპრილი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 26​1 მუხლის, 30-ე მუხლის და 36-ე მუხლების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილება; ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის  №7 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი შემუშავებულია ,,რეკლამის შესახებ“ და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში –„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი“) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე რეკლამა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე (ასევე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე სარეკლამო ტექნიკური საშუალების განთავსება, რასაც მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება) რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა; ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან უძრავი ობიექტის გამოყენებით; გ) ნებართვა-ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა(უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს რეკლამა; დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება; ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი ორგანო-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია; ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასიან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ზ) ნებართვის მფლობელი-ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებანი 1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტითა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 2. შენობა-ნაგებობაზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა ,,სერტიფიცირებულია“. 4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელება) აკრძალულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც), რომელთა ასო-ნიშნები ზომით, ფორმით, ვიზუალური აღქმით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ასო-ნიშნებით შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. 6. სარეკლამო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს (განთავსებისას და განთავსებიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში) თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებს. 7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სოციალური და საინფორმაციო ტიპის მასალის განთავსების მიზნით სარეკლამო საშუალება ,,მონიტორზე“ გამოეყოფა უფასო დრო 10%-ის ფარგლებში. მუხლი 4🔗. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომების, მიზანშეწონილობის და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან -რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრებს გარეთ); ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან-საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში-ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში. მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. გარე რეკლამის განთავსებისთვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669  დადგენილებით განსაზღვრული წესები. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. 6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა) უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. მუხლი 6🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის ინიციატივით. 2. გარე რეკლამის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1(ერთი) წლისა და არაუმეტეს 10 (ათი) წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. 3. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი ორგანო. 4. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს თავის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge აუქციონის შესახებ ინფორმაციას. 5. ნებართვის გამცემი უფლებამოსილს გადაავადოს აუქციონის ჩატარება. რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იგივე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი. 6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შედეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად; 7. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ყველა ინფორმაცია. 8. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონერი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და წევრები. აღნიშნული კომისია ნებართვის გამცემის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. მუხლი 7🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობის განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის შემდეგ შემოსული განცხადება არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-20 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მე-20 კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს იმავე საათზე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში; დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 4. მონაწილემ რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ,,აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად განაცხადოს უარი აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადის მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 8🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს. მუხლი 9🔗 1. გარე რეკლამის განთავსების აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება, გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ.მ.-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით. 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისთვის, ერთ კალენდარულ წელზე, საწყისი ფასი განისაზღვროს: ა) განსაკუთრებული ზონა – ქ. ზუგდიდი ზვიად გამსახურდიას გამზირის ცენტრალური ბულვარის ირგვლივ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებით უკიდურეს მარჯვენა მხარეს არსებული ტროტუარი, ასევე თეატრის ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ცენტრალური ბულვარი დასაწყისიდან ბოლომდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ცენტრალური ბულვარი დასაწყისიდან ბოლომდე,  ამავე ზონაში იკრძალება დიდი ზომის სარეკლამო ფარების განთავსება, დასაშვებია ლაითბოქსები (გარე რეკლამის გეგმით განსაზღვრული თანამედროვე ტიპის კონსტრუქციები) რომლის განთავსების ადგილი, სიმაღლე, ფორმა და ზომა შეთანხმებული უნდა იქნეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურთან, ფასი განისაზღვრება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით; ბ) I ზონა – ქ. ზუგდიდი დავით აღმაშენებლის ქუჩა (ქალაქის შემოსასვლელიდან ცენტრალურ მოედნის ჩათვლით), რუსთაველის ქუჩა (ზვ. გამსახურდიას გამზირის გადაკვეთიდან შ. ხუბულავას ქუჩის გადაკვეთამდე), მ. კოსტავას ქუჩა (დასაწყისიდან ნიკოლაძის ქუჩის გადაკვეთამდე) საერთაშორისო მნიშვნელობის გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძე გზატკეცილის ორივე მხარეს (შსს სამხარეო ადმინისტრაციული შენობიდან აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისამდე) განისაზღვრება 72 (სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; გ) II ზონა – ც. დადიანის ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, შოთა ხუბულავას ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, გ. ბარამიას ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, სოხუმის ქ. დასაწისიდან ბოლომდე განისაზღვრება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით; დ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში და თემში – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ე) ამავე ზონებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი აბრების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0.7 კვ/მ.  ღირებულება 1 (ერთი) წელზე განისაზღვრება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, რომელზეც ნებართვას გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური აუქციონის გარეშე განცხადების საფუძველზე; ვ) ამავე ზონებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტროტუარების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი წარწერებისთვის (ნახატებისთვის), რომელიც შესრულებული უნდა იყოს მაღალი მედეგობის საღებავით და რომლის გაბარიტული ზომები შეთანხმებულ იქნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურთან, აუქციონის გარეშე განცხადების საფუძველზე, რომლისთვისაც ერთჯერადი მოსაკრებლი განისაზღვროს 50-დან-100 ლარის ოდენობით; ზ) განსაკუთრებულ და I ზონაში დაშვებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების გამოყენება დროებითი (არაუმეტეს თხუთმეტი დღით) საინფორმაციო-სარეკლამო ბანერების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) კვ.მ. ღირებულების ფასი 1 (ერთი) დღეზე განისაზღვროს 3 (სამი) ლარის ოდენობით 1 (ერთი) კვ.მ.-ზე (შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები); 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 10🔗. გარე რეკლამის განთავსების ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1(ერთი) წლისა და არაუმეტეს 10 (ათი) წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ  აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. მუხლი 11🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები 1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ადგილზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტის სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 2. გარე რეკლამების განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისთვის (ადგილებისთვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს. კონკრეტული ადგილისთვის (ადგილებისთვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის გარე რეკლამის განთავსების თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში. მუხლი 12🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნათა დარღვევა; დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი; ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტის სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 5.  ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ზიანის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის ლოკაციაზე მის მიერ განთავსებული მატერიალური ფასეულობა, თუ ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული სხვა პირობები 7.  ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ  ცალმხრივად გაუქმების  დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება ლოკაციაზე განთავსებული მატერიალური ფასეულობა და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის ნებართვის საფასური და ლოკაციაზე მის მიერ განთავსებული მატერიალური ფასეულობების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. მუხლი 13🔗. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი 1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან სავალდებულო შეთანხმებას. 2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა); გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A4 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას წერილის სახით იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი. 4.  ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები. 5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის გადასახდელი ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე და სხვა), რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განესაზღვროთ ვადა 30 სამუშაო დღის ოდენობით, რათა მათ მიერ, ამ წესის შესაბამისად მოპოვებულ იქნეს გარე რეკლამის უფლება. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული გარე რეკლამა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება ჩაითვლება გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევად ან/და გარე რეკლამის განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე.