„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2018 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მაგნიტურ-რეზონანსული (MR) და კომპიუტერული (CT) ტომოგრაფიული კვლევების დაფინანსება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სხეულის ერთი ან რამოდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რაც ჯამში (ერთის ან ორივეს შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარის ოდენობას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
დ) ბენეფიციარის – დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);
ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.
დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი;
ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) შესაბამისი საკუთრების ქ. თბილისში მდებარეობის შემთხვევაში, ინფორმაცია ქ. თბილისის მერიიდან დაფინანსების თაობაზე.”.
|