ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2018 წლის 11 აპრილი ქ. ქობულეთი |
|
2. წესი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
4. ასიგნების გადანაწილება და ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში საფინანსო საბიუჯეტო სამსახური) უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გათვალიწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე ბიუჯეტის სარეზერვო, წინა წლების დავალიანების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის გადანაწილებას ახორციელებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და მერის სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
5. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებას, ამ მუხლის მე- 7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული წესის შესაბამისად.
7. ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობას (დანართი 3) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით, ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი უფლების მქონე პირები. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
8. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
9.ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
10. განხორციელებული ცვლილებები საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.
2. ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვასა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმხორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4. ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილებების შეტანის შესახებ, წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით.
5. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ2.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპ-ისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა №
20__ წლის „__“
_____________________ (მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, ქვეპროგრამის, პროგრამული კოდი, ცვლილების საფუძველი – სამართლებრივი აქტი) ______________________________________________________________________________________
-------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან. 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან. 4. დანარჩენი ცვლილებები.
სასაფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
განყოფილების უფროსი
პასუხისმგებელი შემსრულებელი |