„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №52/ნ |
|
2018 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) და ბრძანების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატის ფორმების დასკანერებული ნიმუშები, მათი მოქმედების ვადის მითითებით;“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო, სამაგისტრო, სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) საგანმანათლებლო პროგრამების სახელწოდება და მისანიჭებელი კვალიფიკაცია; ბ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზებულ რეჟიმში მოქმედების თაობაზე ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით; გ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით; დ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა; ე) საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური; ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №52/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017511.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №52/ნ, 24.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017511 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4143794/