„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი 09.08.2013
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №952 |
|
2018 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში – წესი) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება;“. 2. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახზე, რომელმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინა საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლი/ბინა არის მისი ერთადერთი საკუთრება.“. 3. წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახის რომელიმე წევრს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დროს პრიორიტეტი მიანიჭოს ასეთ ოჯახს.“. 4. წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) თუ დევნილი ოჯახის რომელიმე წევრს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ამავე კანონის შესაბამისად იმყოფება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში და ეწურება იქ ყოფნის პერიოდი.“. 5. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №4 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №4-ის სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
განაცხადის ნომერი: |
|
თარიღი: |
|
|
|
1. ინფორმაცია განმცხადებელზე |
||||
|
სახელი, გვარი
|
პირადი ნომერი |
|||
|
დევნილის რეგისტრაციის ნომერი |
||||
|
2. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა |
||||
|
№ |
სახელი |
გვარი |
ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.) |
პირადი ნომერი |
|
1 |
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
3 |
|
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
|
5 |
|
|
|
|
|
6 |
|
|
|
|
|
7 |
|
|
|
|
|
8 |
|
|
|
|
|
9 |
|
|
|
|
|
10 |
|
|
|
|
|
3. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია |
||||
|
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი/რაიონი, სოფელი, ქუჩა, ბინა) |
ტელ./მობ. ნომერი |
საცხოვრებელი სახლის (სახლი/ ბინა) მდებარეობა (ქალაქი/რეგიონი/რაიონი/სოფელი):
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გვსურს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ---------------------- ლარის ოდენობით, ჩვენს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ოჯახის მიერ ----------------------------------- (ბანკის დასახელება) აღებული იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით. აღნიშნული იპოთეკური სესხი აღებულია 2018 წლის 1 იანვრამდე და სესხის თანხით ნაყიდი საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა) ჩვენი ოჯახის ერთადერთი საკუთრებაა.
ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი __________________________ ______________________________ წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის (დანართი №5) შევსების დროს, ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს.
ამ განაცხადზე ხელმოწერით ვაცხადებთ თანხმობას, რომ:
განმცხადებლის ხელმოწერა: ____________________________________
ოჯახის სხვა წევრები: _________________________________________
_________________________________________
_________________________________________
_________________________________________
_________________________________________
_________________________________________
_________________________________________