„საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №64/04 |
|
2018 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.18.011.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე-2 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) უზრუნველყოფის აგენტი – იურიდიული პირი, რომელიც ემისიის პროსპექტის და ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოქმედებს ობლიგაციონერების ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყოფის საგნის მართვისა და შესაძლო რეალიზაციის საკითხებში;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. იმ შემთხვევაში, თუ ობლიგაციების ემისიის სქემაში მონაწილეობს უზრუნველყოფის აგენტი, ემისიის საბოლოო პროსპექტი უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას უზრუნველყოფის აგენტის შესახებ, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ინფორმაციით მმართველ ორგანოში შემავალი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციით; ბ) ინფორმაციას უზრუნველყოფის აგენტის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ; გ) ინფორმაციას ემიტენტსა და უზრუნველყოფის აგენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ და საჯარო რეესტრის და/ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უზრუნველყოფის აგენტის სასარგებლოდ ემისიის პროსპექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი უფლებამოსილების რეგისტრაციის ფაქტს; დ) ინფორმაციას უზრუნველყოფის აგენტის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკის თაობაზე. 22. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2და 21 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №64/04. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.18.011.016296.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №64/04, 12.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016296 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4145068/