📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.160.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2018
matsne.gov.ge 494 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
3 სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
5 ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით
6 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მიწის კატეგორიები
ზონა ტერიტორიული კოეფიციენტი
II – ზონა ტყე-ჭალა 0,70
III – ზონა სასაფლაოს ტერიტორია 0,665
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.08.2016 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.01.2016 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 17.07.2015 „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ს/კ: 02.05.09.063)განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 09.12.2022 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 04.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2018 წლის 13 აპრილი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი და  მისი განაკვეთები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 18 აპრილის №190 დადგენილება  (www.matsne.gov.ge; 23/04/2013; სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.160.016173). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო საქმიანობისათვის – ავტომოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2022 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 2🔗. სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით. მუხლი 3🔗. 1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი. მუხლი 4🔗. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე): № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 27 2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 22,50 3 სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 105 4 საკარმიდამო 105 5 ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით 47 6 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები 3 მუხლი 5🔗. ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი: ზონა ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ I – ზონა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა 1,05 0,252 II – ზონა ტყე-ჭალა 0,70 0,168 III – ზონა სასაფლაოს ტერიტორია 0,665 0,1596 მუხლი 6🔗. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება 1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“  206-ე მუხლით. 2. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს. შენიშვნა: მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.