📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2018
ძალის დაკარგვა 26.06.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 502 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2018 მიღება
26.06.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 2018 წლის 13 აპრილი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ხონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  სამშენებლო სანებართვო ფორმა  დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №58 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი 1 ხონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე. 2. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომლის თანახმად გაიცემა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის ფორმის შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმის შევსება წარმოებს ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მერიის თანამშრომლის მიერ. 2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება: ა) ნებართვის გაცემის თარიღი; ბ) ნებართვის მოქმედების ვადა; გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი; დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, მისამართი, ადგილმდებარეობა; ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი; ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი; ზ) სანებართვო პირობები; თ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი; ი) მშენებლობის პროცესის განხორციელების ზედამხედველობის ეტაპები. 3. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა 1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ხონის მუნიციპალიტეტი გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. დანართი 2 საქართველო ხონის მუნიციპალიტეტის მერია მშენებლობის სანებართვო მოწმობა № ------------ 1.  ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი: -------------------------------------------------------------------------------------------------------------    2.  მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------   3. ნებართვის მფლობელი (საიდენტიფიკაციო მონაცემები): -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა:   -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები: --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. შენობა-ნაგებობის კლასი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები:  --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11 ბრძანების ნომერი და თარიღი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- 12. მშენებლობის სანებართვო მოწმობაზე ხელმომწერი პირია ხონის მუნიციპალიტეტის მერი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ხელმოწერა)                                                      (სახელი, გვარი)