საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 12.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ სოციალური მუშაობის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2018 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს (შემდგომში − თანამშრომელი), რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სსიპ – შემოსავლების სამსახური.
2. თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. გადაწყვეტილებას თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი