გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016401
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.05.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2018 წლის 13 აპრილი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №58 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 22/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016359).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, სხვა კანონებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისგან.
2. სამსახურს მართავს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსს.
4. სამსახური შედგება შემდეგი მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) საორგანიზაციო განყოფილება.
5. სამსახურის განყოფილება (ქვედანაყოფი) შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მოხელეებისაგან.
6. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მერის გადაწყვეტილებით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
8. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.
9.სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების ფუნქციები
1. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მერიის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი სრულყოფა, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზაცია;
ბ) მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონული დამუშავება და მიმართულების მიცემა;
გ) ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითხებზე წინადადებების შემუშავება, მერიის სტრუქტურული ერთეულების საკონსულტაციო-მეთოდური დახმარება;
დ) ადმინისტრაციაში შემოსული და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ განხილული კორესპონდენციების შესრულების თაობაზე ანალიტიკური მასალის მომზადება და მერიის თანამდებობის პირებისათვის წარდგენა;
ე) მერიის თანამდებობის პირების მიერ მომზადებული საინიციატივო (გასული) კორესპონდენციის ელექტრონული დამუშავება, ადრესატებთან გადაგზავნის უზრუნველყოფა, მიღებული პასუხების ელექტრონული დამუშავება, მასალების საქმეში ფორმირება;
ვ) მერისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დამუშავება, რეგისტრაცია, დანიშნულების მიხედვით დაგზავნა, საინფორმაციო ბაზაში მონაცემების შეტანა და საჭიროების შემთხვევაში მათი ასლების გადაღების, გამრავლების ორგანიზება;
ზ) მერიის ადმინისტრაციული შენობის მისაღებში განთავსებული ტერმინალის მეშვეობით, მერიაში მოსულ მოქალაქეთა რაოდენობის აღრიცხვა; ტერმინალის მიერ გაცემული ბარათების შესაბამისად მისაღებში მომუშავე ოპერატორების მიერ მოქალაქეთა გამოძახება, კონსულტაციების გაწევა, შესული განცხადებების, კორესპონდენციის დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში გატარება, ნომრის მინიჭება და რეგისტრაციის დამადასტურებელი ნომრის გადაცემა; დაინტერესებული პირებისათვის მათ მიერ შემოტანილ დოკუმენტაციაზე ინფორმაციის მიწოდება, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით, მერიის ადმინისტრაციული შენობის მისაღებში წესრიგის დაცვის კოორდინაცია;
თ) რეაგირების გარეშე დარჩენილი და შესრულების ვადაგადაცილებული საკონტროლო დოკუმენტების შესახებ მერიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ი) მერიის თანამდებობის პირების მიერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტების, სამართლებრივი აქტების დანიშნულების მიხედვით ფოსტისა და კურიერის მეშვეობით გაგზავნა;
კ) მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების საკონსულტაციო-მეთოდური დახმარება და მათი საქმიანობის კოორდინაცია მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ფარგლებში;
ლ) საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის შემოწმება, მერიის და ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, დოკუმენტებთან მუშაობისას მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
მ) დოკუმენტაციის ელექტრონულ წარმოებაზე შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით მერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგებული სახით ამოღება, აღრიცხვა, დაცვის უზრუნველყოფა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად;
ო) მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების, ფიზიკური და იურიდიული პირების საარქივო-საინფორმაციო მომსახურება;
პ) ნორმატიული აქტით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად მერიის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შემუშავება, რომელიც შეთანხმებულია ცენტრალური არქივის საექსპერტო შემფასებელ კომისიასთან, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი საორგანიზაციო და მეთოდური ღონისძიებების კომპლექსის განხორციელება დოკუმენტების მუდმივი შენახვისათვის გადასაცემად;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სახვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
გ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ დასაფუძნებელი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, მათში შესატანი ცვლილებების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) მუნიციპალიტეტის, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და დაწესებულებებში;
ზ) საკრებულოში განსახილველი, მერის მიერ ინიციირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა. შ.);
ი) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ლ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეული საკითხების განხილვა, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხის დადგენა;
მ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა;
ნ) საკადრო საქმისწარმოება, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ო) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (ehrms) მართვა.
პ) ელექტრონულ უწყისში თანამშრომელთა დარეგისტრირება და შესაბამისი ბარათებით უზრუნველოფა.
ჟ) სამსახურისა და დაწესებულებაში მუშაობის სტაჟის შესახებ ცნობების მომზადება.
რ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;
ს) თანამშრომელთა შეფასების პროცესის წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში, შეფასების სისტემის დანერგვა და მონიტორინგი;
ტ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
უ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ფ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ქ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა - შერჩევა;
ღ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება;
ყ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა და ანალიზი;
შ) სამსახურში კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ჩ) თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების შესახებ ელექტრონული უწყისიდან შესაბამისი ინფორმაციის გენერირება და დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის პერიოდული მიწოდება.
ც) კომპეტენციის შესაბამისად შემოსულ წერილებსა და კორესპონდენციებზე რეაგირება;
ძ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის კორპორაციულ ქსელში ჩართულ სატელეფონო ნომრებზე ლიმიტის მართვა მერის დავალებით;
წ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა შესახებ პირადი ინფორმაციის მიღება-შეგროვება ყოველთვიურად;
ჭ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სახვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
3. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
ბ) მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი თანამდებობის პირებთან და უწყებებთან მიწოდება;
გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ე) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვების უზრუნველყოფა;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობა;
ზ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობა, წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) ორგანიზების გაწევა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვაში;
ი) ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და მერისთვის მათი მიწოდების განხორციელება;
კ) ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებაში მონაწილეობა;
ლ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის წარდგენა;
მ) ადმინისტრაციული ერთეულიდან ყოველდღიური ინფორმაციის მოძიება;
ნ) ადმინისტრაციული ერთეულის შემოწმება/მონიტორინგი;
ო) ადმინიტრაციულ ერთეულებში გადანაწილებული თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა გამართული მუშაობის მიზნით;
პ) სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი კორესპონდენციებისა და მიმართვების შესწავლა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი შესაბამისი ადრესატისათვის გადაგზავნა;
ჟ) კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე.
რ) მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და ვებგვერდზე გამოქვეყნება;
ს) მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა, მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;
ტ) მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;
უ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;
ფ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
ქ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მერიის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ღ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
ყ) ინფორმაციისა და წინადადებების მიღება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან მერიაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, აგრეთვე მერიის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესახებ;
შ) მერიის სამუშაო თათბირების ორგანიზება და ოქმების წარმოება;
ჩ) ცხელი ხაზის ფუნქციონირება;
ც) სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება.
ძ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სახვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗. მერის წარმომადგენელი
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირი საკრებულოსთან, მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) წარუდგენს წინადადებებს მერს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ) გასცემს საქონლის ადგილწარმოშობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს, მათ შორის, ცნობას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.
ზ) აწვდის ინფორმაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დაბადების რეგისტრაციის არარსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ, სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე, შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;
თ) ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, თუ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია;
ი) აწვდის ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
კ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;
ლ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;
მ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ნ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) ახორციელებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის დასუფთავების (მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა) კონტროლს. მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის არასათანადო დასუფთავების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილია ამგვარი ფაქტის შესახებ შეადგინოს აქტი;
რ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
ს) წარუდგენს მერს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ტ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით მოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენა;
უ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკრეტულ ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის გაცემის მიზნით მოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენა;
ფ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
ქ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სახვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით პერიოდულად ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს;
დ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
ე) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ვ) ანაწილებს განსახილველად სამსახურში შემოსულ საკითხებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ზ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;
ი) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
კ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას.
ლ) ესწრება თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს საჭიროების შემთხვევაში;
მ) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ნ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ო) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
პ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ასევე ამოწმებს სამივლინებო ფურცლებს;
ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
რ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 6🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ზ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის, მერისა და მერის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგინოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) მიიღოს/აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.