გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.05.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2018 წლის 13 აპრილი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №60 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 27/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016361).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა კანონებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურს აქვს დებულება, შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, მერის გადაწყვეტილებით.
4. სამსახური შედგება შემდეგი მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან:
ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) მოსაკრებლებისა და ინსპექტირების განყოფილება.
5.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მოხელეებისაგან.
6. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მერის გადაწყვეტილებით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
8. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.
9.სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
გ) განახორციელოს კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;
დ) განახორციელოს კონტროლი მშენებარე საცხოვრებელ კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
ე) განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის გატანაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით განსაზღვრულ ვადებში და ხარისხიან შესრულებაზე;
ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ზ) უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
თ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ი) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სარეკლამო ატრიბუტების, თვითნებური შესრულების ფაქტების გამოვლენა შენობათა ფასადებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის, სადემონტაჟო და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
კ) განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
ლ) განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყლის სისტემებზე უნებართვო მიერთებაზე, ამგვარი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;
ნ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
პ) დადგენილი წესით მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების სრული აღრიცხვა, მოსაკრებელს დაქვემდებარებული პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი მოსაკრებლის გადახდის კონტროლი;
ჟ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავების და გატანის წესების დაცვაზე კონტროლი;
რ) მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, შესაბამისი ნებართვების არქონა, ან/და არსებული წესის დარღვევით შესრულების ფაქტების გამოვლენა;
ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა“ და სხვა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ტ) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;
უ) უზრუნველყოს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ფ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება;
ქ) მუნიციპალიტეტსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელი ფარული სამუშაოების ინსპექტირებას, ასევე ფორმა №2-ის მიღებას;
ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების ფუნქციები
1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება:
ა) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გაფორმებულ ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს;
ბ) კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელი ფარული სამუშაოების ინსპექტირებას, ასევე ფორმა №2-ის მიღებას;
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს დარღვევის შესახებ აქტს;
დ) წერილობით განუსაზღვრავს დამრღვევ პირს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებს;
ე) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარადგენს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და განსახილველად წარადგენს წინადადებებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, სპეციალისტებს და ექსპერტებს;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. მოსაკრებლებისა და ინსპექტირების განყოფილება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა (მითითება), დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) განახორციელოს კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;
დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ე) განახორციელოს უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, ასევე მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებები;
ვ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ზ) მოახდინოს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება. შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი;
თ) უზრუნველყოს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ი) აწარმოოს კონტროლი კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
კ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგლამენტის შესრულებაზე ზედამხედველობა;
ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით, ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
ნ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ო) განახორციელოს სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავებისა და გატანისათვის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
პ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის ობიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარმოადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;
რ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე;
ტ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევების გამოსწორების თაობაზე;
უ) განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყლის სისტემებზე უნებართვო მიერთებაზე;
ფ) განახორციელოს კონტროლი ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე;
ქ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე;
ღ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ყ) ადგილობრივ გადასახადებთან, მოსაკრებლებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
შ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ჩ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ფუნქციების გადანაწილებას;
გ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის ფუნქციების გადანაწილებას;
დ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;
ე) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციური სპეციალისტებსა და ექსპერტებს;
ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების მიცემის, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
თ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
კ) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 6🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებათა შესრულებაზე;
დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მერისა და მერის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურე
1.სამსახურის საჯარო მოსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგინოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) მიიღოს/აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ)დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.