📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 946 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2018 მიღება
02.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2018 წლის 13 აპრილი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №66 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016367). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი         დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. 2. სამსახური წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს დებულება, შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №81ა. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ძირითადი პრინციპები 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო დაკანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები; 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები წვევამდელების აღრიცხვა; ბ) წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად  მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გასაწვევთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა; დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დაცვა, მათი მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ვ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის; ზ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეები, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები, ასევე სპეციალისტები და ექსპერტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ან/და კონსულტაცია; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. დ) უზრუნველყოს  სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მერის გადაწყვეტილებით. 3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა შორის ფუნქციების გადანაწილებას; გ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; დ) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ექსპერტებს; ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; კ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურე 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ) წარუდგონოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ზ) მიიღოს/აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.