დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2018
ძალის დაკარგვა 04.06.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2018 წლის 13 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი დანართი №1-ის მიხედვით (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები დანართი №2-ის მიხედვით (დანართი №2 თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი №1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ტალონი – საწვავის (ბენზინი/დიზელი) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ.
2. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინი/დიზელი) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ.
3. ჩიპი – „აგაი“-ს სისტემით საწვავის ელექტრონული გაცემის სპეციალიზებული საშუალება.
4. ორგანიზაცია – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.
5. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინი/დიზელი) ყოველთვიური ოდენობა.
მუხლი 3🔗.
საწვავის (ბენზინი/დიზელი) გაცემა
1.განისაზღვროს საწვავის ყოველთვიური ლიმიტი საკრებულოსთვის ბენზინი 1390 ლიტრის ოდენობით და მერიისთვის ბენზინი 2610 ლიტრის, ხოლო დიზელი 250 ლიტრის ოდენობით;
2. პლასტიკურ ბარათზე და ჩიპზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
3. განსაზღვრული თანამდებობის მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობის გაანგარიშება ხდება ორგანიზაციის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების მიხედვით.
4. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებზეც მიმაგრებულია სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.
5. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემის, ასევე პლასტიკურ ბარათებზე და ჩიპებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით, საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონის გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომლის მიერ ყოველთვიურად, საწვავის გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმით გაცემის შემთხვევაში, შესაბამისად საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის მიხედვით.
6. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ, მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 20% -ს.
მუხლი 4🔗.
საწვავის (ბენზინი/დიზელი) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიური ლიმიტის ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე (ფორმა №1, ფორმა №2).
დანართი №2
დადგენილებით დამტკიცებული საწვავის გაცემის უწყისის ფორმები:
ფორმა №1 ელექტრონულად საწვავის გაცემის უწყისი
„------------------------“ „------ “ 20 წელი
№
თანამდებობა
ბარათის/ ჩიპის N
დარიცხვის თარიღი
საწვავის სახე
რაოდენობა (ლიტრი)
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
სულ ჯამი:
ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული
ან/და თანამშრომელი ---------------------------------------------
(ხელმოწერა გარკვევით)
ფორმა №2 საწვავის ტალონებით გაცემის უწყისი
,, ------------------------ ,, ------ „ 20 წელი
№
თანამდებობა
საწვავის სახე
რაოდენობა (ლიტრი)
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
სულ ჯამი:
ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული
ან/და თანამშროემლი ---------------------------------------------
(ხელმოწერა გარკვევით).