ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.148.016483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | ქ. გორის ცენტრალურ ზონაში |
| 2 | ქ. გორის შუალედურ ზონაში |
| 3 | ქ. გორის პერიფერიულ ზონაში |
| 4 | სოფლებში |
| 5 | დასახლებათა შორის არეალში |
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ტერიტორია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და
განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2018 წლის 13 აპრილი
ქ. გორი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge 09/07/2015, 200130000.35.174.016092)
.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 თებერვლის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 200230000.35.148.016141).
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16/10/2014 200230000.35.148.016228)
.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი 1
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3 ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2🔗
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 %-ის ოდენობით.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 %;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %.
მუხლი 4🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:
№
ტერიტორია
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
ქ. გორის ცენტრალურ ზონაში
I ქვეზონა
0,24
1,5
0,36
II ქვეზონა
0,24
1,4
0,34
III ქვეზონა
0,24
1,3
0,31
2
ქ. გორის შუალედურ ზონაში
0,24
1,0
0,24
3
ქ. გორის პერიფერიულ ზონაში
I ქვეზონა
0,24
0,9
0.22
II ქვეზონა
0,24
0,8
0,19
III ქვეზონა
0,24
0,7
0,17
4
სოფლებში
0.24
0.5
0.12
5
დასახლებათა შორის არეალში
0.24
0.4
0.096
მუხლი 5🔗
სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის (გარდა ამ დანარტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 82 ლარი.
მუხლი 6🔗
სათიბებისა და საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებზე –
20 ლარი;
ბ) საძოვრებზე –
16 ლარი;
მუხლი 7🔗
ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ დანართის მე-5-მე-6 მუხლებით დადგენილი შესაბამისი ოდენობა.
მუხლი 8🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 9🔗
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით.
მუხლი 10🔗
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები,რომლის ფართობი არ აღემატება 30 ( ოცდაათ) კვ.მეტრს.