შპს „ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2018 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი
განმცხადებელი – შპს „ბაგები სითი ჯგუფი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)
დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი
წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი
გაკოტრების მმართველი – ნანა ამისულაშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
შპს „ბაგები სითი ჯგუფის“წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით შპს „ბაგები სითი ჯგუფის“მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნანა ანისულაშვილი.
2018 წლის 15 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – ნანა ამისულაშვილმა, რომელმაც შპს „ბაგები სითი ჯგუფის“გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის“გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა და კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების გზით.
გაკოტრების მმართველის ნანა ამისულაშვილის განცხადების საფუძველზე 2018 წლის 11 აპრილს მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
ვინაიდან, 2018 წლის 11 აპრილს გამართულ კრედიტორთა კრებაზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ითხოვა დამატებითი ვადა ასაღიარებელი მოთხოვნის მოცულობის დასაზუსტებლად, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, კრედიტორთა კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 – 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, შეწყდეს კრედიტორთა კრება და გაგრძელდეს 2018 წლის 30 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6). სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:
· კრედიტორის (სსიპ – შემოსავლების სამსახურის) მოთხოვნის განხილვა;
· გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
· შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე