სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-671/ო
2018 წლის 17 აპრილი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 6 სექტემბრის №02-1513/ო ბრძანება „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) უცხოური საწარმოს ფილიალისთვის „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ (ფაქტობრივი მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფელი არალი, „ორჭოშანი“).
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: უცხოური საწარმოს ფილიალის „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ვოლკან ქაბაქლის განცხადებები N34911, 12.04.2018 წ. და N35994, 16.04.2018 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე