„აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2018 წლის 20 აპრილი აბაშა |
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.2.1.“ ქვეპუნქტს შეეცვალოს სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.2.1. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი (კოდი 05 02 02 03).“.
ა.ბ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „4.2.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.2. მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება და ამბულატორიების მშენებლობა (კოდი 06 02)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების იმ სამედიცინო მომსახურების წილის თანადაფინანსებას პაციენტის დაუფინანსებელ წილში:
ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100.000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 100 (ასი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 101000-დან 200000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:
ბ.ა) 200 (ორასი) ლარიდან ღირებულების – 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა;
გ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსხურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200 000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:
გ.ა) 250 ლარიდან 1000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 50%-ით;
გ.ბ. 1001 - ლარიდან 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 40%-ით;
გ.გ. 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 30 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ათასორასი) ლარისა;
დ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, 501 (ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში-70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქ. აბაშაში სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ის ოფისის მშენებლობის სამუშაოები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2018. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.110.016346.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 20.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.110.016346 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4157091/