საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-301
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016490
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-301
2018 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
იურიდიული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
დ) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ვ) ნორმატიული ან/და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი მეორადის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის მეორადი სტრუქტურული ერთეული;
ბ) სამართალშემოქმედების მეორადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ბ) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
დ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ე) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ზ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სამართალშემოქმედების მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
გ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
დ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მეორად სტრუქტურულ ერთეულში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.