საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2018
ძალის დაკარგვა 01.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-300
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016489
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,224 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2018 მიღება
01.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-300 2018 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების  შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია; გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა; დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება; ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება; ვ) გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სექტორებში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება; ზ) საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაბამისობის ცხრილების მომზადება; თ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია; ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები 1. გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული: ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით; გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას; დ) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილს, სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით გარემოს დაცვის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას; ვ) ახორციელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გარემოს დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას; ზ) ამზადებს მოხსენებებს და ანგარიშებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით; თ) ახორციელებს გარემოს დაცვის მიმართულებით ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობას, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას; ი) ახორციელებს საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაციას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული: ა) ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით; გ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას; დ) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილებს სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას; ვ) ახორციელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას; ზ) ამზადებს მოხსენებებს და ანგარიშებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით; თ) ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობას, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს მეორად სტრუქტურულ ერთეულში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს შორის და უზრუნველყოფს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის დავალებებს; ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.