სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.04.2018
ძალის დაკარგვა 30.01.2026
გამომცემი ორგანო №
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 000102500.35.108.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| № | სლის გაცემის თარიღი |
| გვარი | სახელი |
| სანებართვო მოწმობის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2018 წლის 23 აპრილი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 30-ე მუხლის, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ მე-7 მუხლის 23-ე პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2);
გ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის და დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის ფორმა (დანართი №4).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
დანართი №1
საქართველო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მშენებლობის სანებართვო მოწმობა № ____
1. ნებართვის გაცემის თარიღი: ____________________________ 20 ___ წელი
2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ___________________________ 20 ___ წელი
3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20___ წლის ________________________________ - მდე
4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: _____________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი:
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი: __________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში)
7. შენობა-ნაგებობის კლასი: __________________________________________________________
8. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
9. პროექტი შეთანხმებულია: _________________________________________________________
10. ინფორმაცია დამპროექტებლის შესახებ: ____________________________________________
(სახელი/დასახელება და საკონტაქტო მონაცემები)
11. ნებართვის გაცემის საფუძველი: _________________________ 20 __ წლის № ____ ბრძანება
12. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
13. სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი სამსახური:
___________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
14. მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი:
_________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ბ. ა. ___________________________________
(ხელმოწერა)
დამკვეთი: სენაკის მუნიციპალიტეტი
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის № ___
დანართი №2
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდგომში - მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რთული დახრილი და მომრგვალებული ბადეები;
ბ) ტილოს ქაღალდი;
გ) ანტიკოპირებადი საღებავით შესრულებული დამცავი ნომერი.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗.
სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება
1. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული).
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 4🔗.
სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება
1. მოწმობა ივსება ლურჯი კალმით, მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ინახება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 5🔗.
სანებართვო მოწმობის შენახვა
1. მოწმობის შენახვა ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-5, მე-6, და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში.
3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 6🔗.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი საქართველოს კანონის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმევა შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის ასლის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის შესახებ აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის განადგურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
წესში ცვლილებისა და დამატების შეტანა
ამ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
მოწმობის ნომერი
მოწმობის გამცემი
მოწმობის მიმღები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
უფლება-მოსილი პირი
ხელმოწერა
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები
№
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი აქტის ნომერი
მოწმობის ინდივიდუალური ნომერი
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლებამო-სილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდე-ბობა
ხელმოწერა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (მშენებლობის სანებართვო მოწმობა) ასლის რეგისტრაციის ჟურნალი
№
სლის გაცემის თარიღი
მინიჭებული ნომერი
განცხადების რეგისტრაციის ნომერი
მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნომერი
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლება-მოსილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდე-ბობა
ხელმოწერა
დანართი №4
გამოსაყენებლად
უვარგისი
მშენებლობის
სანებართვო
მოწმობის
ჩამოწერის
აქტი
№ ___
სენაკის
მუნიციპალიტეტი
____ _________________ 20 __ წელი
სანებართვო
მოწმობის
№
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის
საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით
ვადასტურებთ
აქტის
მიხედვით
წარმოდგენილი
მშენებლობის
უვარგისი
სანებართვო
მოწმობების
ჩამოწერის
სისწორეს
.
ფორმების
გამოყენებასა
და
აღრიცხვა
-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი
პირი
________________________________________
სამსახურის
უფროსი
________________________________