,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2018 წლის 23 აპრილი ქ. სენაკი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესი.”;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები.”;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.”;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის ,,გ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საკრებულოსა და მერიაში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;”;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოსა და მერიაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%); ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).”;
„3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.”;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სტაჟიორთა მიღების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.”;
თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდონ ბიუროს ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.”;
ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.’’;
კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;”;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს რეგლამენტიდან, მერიის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებიდან;”;
მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საკრებულოსა და მერიის უფლებამოსილებანი
1. საკრებულო და მერიას სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორებთან დაკავშირებით საკრებულო, მერია და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია წელიწადში ორჯერ ბიუროს აწვდიან სრულ ინფორმაციას სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ეტაპის დასრულებისთანავე.”;
ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.”;
„4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს საკრებულოსა და მერიის შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.”;
ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე- 9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი იღებენ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის მერის მიერ.”.
|