სს „აჭარამშენტრანსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/400-17
განჩინება
საქართველოს სახელით
2018 წლის 12 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – სს „აჭარამშენტრანსი“
( საიდენტიფიკაციო კოდი – 245549429)
გაკოტრების მართველი : სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 20 თებერვალს სს „აჭარამშენტრანსის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა წარმომადგენელმა ზვიად ბოლქვაძემ და მოითხოვა სს „აჭარამშენტრანსის“ მიმართ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის სს „აჭარამშენტრანსის“(დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ზვიად ბოლქვაძის) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით სს ,,აჭარამშენტრანსის “მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და სს „აჭარამშენტრანსის“გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე კრებაზე აღიარებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები.
2018 წლის 19 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა (წარმოადგინა საბოლოო ანგარიში) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა ლელა ხაციკიდუმ და ითხოვა სს „აჭარამშენტრანსის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „აჭარამშენტრანსის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 27 აპრილს, 11:00 სათზე, შემდეგი დღის წესრიგით: - აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის აღიარება, სს „აჭარამშენტრანსის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მეოთხე სართული, სხდომის დარბაზი №4).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge .
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მ ოსამართლე: მალხაზ ჩუბინიძე