კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/15

 

2018 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4) .

 

გენერალური დირექტორი                                                                                                 ნიკოლოზ ანთიძე

 

დანართი

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარე - ობა

სახეობა

თარიღი

 1.

IMG_9215

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

გორის მუნიციპალიტეტი,
 სოფ. ვარიანი
(ს.კ.66.43.07.005)

მემორიალური

1900 წლები
XX საუკუნის 90-იანი წლები

2.

IMG_9144

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი,
სოფ. პატარძეული
(GPS კოორდ.
41.743442, 45.245952)

არქიტექტურის/ მემორიალური/ ეთნოგრაფიული

XIX საუკუნის

60-იანი წლები

 3.

IMG_9277

თხმორისის
წმ. გიორგის

 ეკლესია


საჩხერის მუნიციპალიტეტი,
სოფ. გორისა

(სასაფლაოზე)

არქიტექტურის

XIX საუკუნე

4. 

IMG_0249

ჭაპალას ციხე

ბოლნისის მუნიციპალიტეტი,
სოფ. ჭაპალა
(GPS კოორდ.

41.428520 44.630148;
41.427489 44.631640;
41.427007 44.631073;
41.428151 44.629548)

 

 

არქიტექტურის/ არქეოლოგიური/ საინჟინრო

XI-XVIII საუკუნეები

5.

IMG_0004

ჭაპალას ხიდი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი,
სოფ. ჭაპალა
(GPS კოორდ.
41.439006°

44.638720°)

არქიტექტურის/ საინჟინრო

XVII საუკუნე

6.

IMG_2616

ნათლისმცემელი

კასპის მუნიციპალიტეტი,
სოფ. ცხავერი,

ნასოფლარი „გველდესი“

არქიტექტურის/ არქეოლოგიური


IX-X საუკუნეები

7.



„ბნელი ხევის“

ეკლესია ფიტარეთის მონასტრის მახლობლად

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
(ფიტარეთის მონასტრიდან ჩრდილო-აღმ. 3.5)
GPS კოორდ.
X 41.4806,

Y44.3416)   

არქიტექტურის/ არქეოლოგიური

ეკლესია- VIII-IX სს;

 
კარიბჭე-

XIII ს;

 
(სტლათა ფრაგმენტები VI-VII სს.).