ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2018
matsne.gov.ge 1,495 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
აღსაზრდელი
ბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით
მუხლი 2
ბავშვი
საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე
მუხლი 2
ბავშვის საუკეთესო ინტერესი
ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება
მუხლი 2
საჯარო დაწესებულება
დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი, ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
მუხლი 2
კერძო დაწესებულება
დაწესებულება, რომელსაც არ მართავს და არ არის დაფუძნებული მუნიციპალიტეტის, ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ
მუხლი 2
პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
მუხლი 2
საგანმანათლებლო პროგრამა
სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეებისა და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჩხერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.07.2018 ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.10.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 13.06.2022 ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2018 წლის 25 აპრილი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების  მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  მომსახურების მიმწოდებელი ან/და  სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუცქიები, ქცევისა და ეთიკის ნორმები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ – კანონი) გამოყენებულ ტერმინებს. 2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) აღსაზრდელიბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით; ბ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე; გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება; დ) საჯარო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი, ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ე) კერძო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც არ მართავს და არ არის დაფუძნებული მუნიციპალიტეტის, ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ვ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეებისა და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა. მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო და რეგულირების საგანი 1. ეს დოკუმენტი ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს. 2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს, ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს ამ დადგენილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თავი II პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები მუხლი 4🔗. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები პერსონალი: ა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი; ბ) კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დაწესებულების შინაგანაწესს; გ) იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აღსაზრდელებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში; დ) თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს  არ განიხილავს და არ განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე; ე) აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას; ვ)  ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც აღსაზრდელებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის, ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს; თ) უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს და მისი დაზიანების შემთხვევაში მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ პირს; ი)  მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს; კ) არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას; ლ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით; მ) უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას და არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის; ნ)  არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის; ო) სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა); პ) საქმიანობისას იყენებს სუფთა და კომფორტულ შესამოსელს, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს აღსაზრდელთა და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე; რ) არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე, არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ; ს) ზრუნავს საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციაზე და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის. თავი III პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები მუხლი 5🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს პერსონალი: ა) საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; ბ) აღიარებს აღსაზრდელს როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას; გ)  აღიარებს და პატივს სცემს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას; დ) ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის (აღსაზრდელის) თვითმიკუთვნებულობის განცდაზე; ე) ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა; ვ) ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ზ)  ურთიერთობს აღსაზრდელთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან; თ)  აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას აღსაზრდელის მრავალმხრივი განვითარებისთვის; ი)  ქმნის გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა; კ) ზრუნავს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით; ლ) ითვალისწინებს აღსაზრდელისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებსა და აღსაზრდელის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად; მ) აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის, ან ნამუშევრის გასაჯაროვების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში) მოიპოვებს აღსაზრდელისა და მისი მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაწესებულების შემოწმებებში აღსაზრდელის მონაწილეობისას, ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით; ო) ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციისათვის ადეკვატურ ქმედებებს; პ)  იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს; ჟ) თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა; რ) აღსაზრდელს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობას, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ  შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან; ს) უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ; ტ) მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით. მუხლი 6🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის  დროს პერსონალი: ა) ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აღსაზრდელის ოჯახთან და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში; ბ) პატივს სცემს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა; გ) უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ; დ)  ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე; ე)  აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით; ვ) იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან; ზ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება, ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება; თ) აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში,  არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან; ი)  სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ არ იღებს ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან, გარდა ყვავილებისა; კ) არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს. მუხლი 7🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალს აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა. 2. პერსონალი: ა) მუშაობს გუნდურად,  მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და ასევე, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ბ) მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში; გ) ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას; დ) მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით; ე) დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში ზრუნავს მის განმუხტვაზე და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე; ვ) აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას; ზ) თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით; თ) პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას; ი) აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს, ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში; კ) არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს. მუხლი 8🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები სხვა სფეროებში 1. პერსონალი: ა) ვალდებულია დაიცვას ზოგადი ეთიკის მოთხოვნები; ბ) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე, სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბავშვის უფლებებს, არ შეფერხდეს საგანმანათლებლო პროცესი და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებას აღსაზრდელებში. 2. დაწესებულებას უფლება აქვს დაადგინოს ქცევისა და ეთიკის დამატებითი ნორმები პერსონალისთვის. ასეთი ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, წინამდებარე დადგენილებას და უნდა გამომდინარეობდეს მათგან. თავი IV პასუხისმგებლობა მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა პერსონალის მიერ ამ დოკუმენტით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.