ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჩხერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2018 წლის 25 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
წინამდებარე დადგენილება, გარდა ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
წინამდებარე დადგენილების დანართის პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
კვალიფიკაცია და გამოცდილება
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომ – საჯარო დაწესებულება) დირექტორი (შემდგომ – დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნას:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში (უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების, მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში);
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით, ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების პირებზე).
მუხლი 2🔗.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
მუხლი 3🔗.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
ე) განათლების ძირითად თეორიებს;
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებებსა და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;
მ) პროექტის შემუშავებისა და მართვის პრინციპებს;
ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;
ი) კომპიუტერულ პროგრამებში (Word, Excel, Power Point) მუშაობა;
კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდვური ფორმით წარმოება;
ლ) შესყიდვების დაგეგმვა და წლიური ბიუჯეტის შედგენა;
მ) დასეწებულების მატერიალური საჭიროების განსაზღვრა.
მუხლი 4🔗.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის;
ბ) არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) არ წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.