1. ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. გამგეობის საანგარიშგებო პერიოდებია – ერთი წელი. გამგეობის სამსახურის და განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია კვარტალი და წელიწადი. სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია კვარტალი.
3. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) გამგეობის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვენეს 1 თვის ვადაში;
ბ) გამგეობის სამსახურის ანგარიში გამგებელს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან გამგებლის მოთხოვნიდან (ზეპირი ან წერილობითი) არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
დ) გამგეობის სამსახურის მოხელის ანგარიში განყოფილების უფროსს წარედგინება ყოველი საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან პირველ პარასკევს, მაგრამ არაუადრეს 2 სამუშაო დღისა. ამასთანავე, თუ დავალებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ ანგარიშში განსაზღვრული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
5. საჭიროების (ასეთის მოთხოვნისას) შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი მოქმედებს, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული