1. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.

2. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული  განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

3. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;

დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;

ე) ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;

ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;

ი) ქალაქში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.

4 . ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:

ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;

გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება;

დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;

ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;

ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;

ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვთა ჯგუფში ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში;

თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;

ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;

კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;

ლ) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება.

თავი Vჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტე