1. პერსონალი იცავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის.

3. პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის, პირადი მაგალითით.

4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება.

5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ.

6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს.

7. პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით.

8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.

თავი VIIIპერსონალის პროფესიული გარე