,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №105
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, III ნაწილი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 992 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 992. საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება
საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლის ან/და შეკეთების შემთხვევაში უნდა შედგეს ლიფტის გამოცდის აქტი. გამოცდის აქტის შედგენაში მონაწილეობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამოცდის აქტი დამოწმებული უნდა იყოს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისა და შეკეთების განმახორციელებელი სპეციალიზებული სამსახურის მიერ.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2010.
- როდის იქნა მიღებული „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 06.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №105. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №105, 06.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4162/