საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ნომერი №05/05
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახი კანდელაკი | საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №05/05
2018 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის №3/598 ბრძანება და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №33 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიკახი კანდელაკი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ დაწესებულებას.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №25.
6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 2🔗.
ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის ძირითადი მიზნებია:
ა) სპორტის სახეობების ეროვნულ ფედერაციებთან ერთად განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა და ცენტრში მოზიდვა, საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადების მიზნით;
ბ) ქვეყნის ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების წევრებისათვის (სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში) საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა;
გ) თანამედროვე სასპორტო სასწავლო-საწვრთნელი პროცესის დანერგვით, საკუთარ სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის შემუშავებითა და შესრულებით, რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.
2. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდებისათვის უახლოესი და პოტენციური რეზერვების მომზადება;
ბ) სათანადო გრაფიკის შედგენით ხელი შეუწყოს ცენტრში ჩარიცხულ სპორტსმენებს სხვა საგანმანათლებლო დაწასებულებებში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებაში;
გ) მოიზიდოს ცენტრში უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები და იზრუნოს ცენტრის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
დ) იზრუნოს ცენტრის თანამშრომელთა და სპორტსმენთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და სხვა.
3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების წარდგინებების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში განახორციელოს სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატების და აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების ანაზღაურების გარეშე მომსახურება ცენტრის სარგებლობაში არსებული სპორტული ბაზებითა და ინვენტარით და უზრუნველყოს აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, კომუნალური) დაფარვა თავისი ასიგნებებისა ან/და ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემოსავლების ფარგლებიდან;
ბ) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, ცენტრის სარგებლობაში არსებულ სპორტულ დარბაზებში გახსნას უფასო სექციები სპორტის სხვადასხვა სახეობებში;
გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით აწარმოოს სპორტულ-მეთოდური საქმიანობა, შეიმუშაოს სპორტის სახეობების განვითარების კონცეფციები და პროგრამები, მეთოდური დოკუმენტები, ჩაატაროს, სპორტის სახეობათა ფედერაციებთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სემინარები და სხვა;
დ) განახორციელოს საქართველოს ყველა რანგის ნაკრების წევრებისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზება და მისი შეუფერხებელი მიმდინარეობა;
ე) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ვ) სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობა მიიღოს, ასევე თავად გამართოს კომერციული, საქველმოქმედო და სხვა სახის სპორტული ღონისძიებები;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით, შექმნას ფილიალები საქართველოში და საზღვარგარეთ და აგრეთვე, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – სპორტული კლუბები და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი;
თ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა; დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები;
ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
4. ცენტრს მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 3🔗.
ცენტრის საწვრთნელი პროცესის ორგანიზაცია
1. ცენტრში მიიღებიან ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების კანდიდატები, სპეციალური ტესტირებისა და ეროვნული ფედერაციების რეკომენდაციების საფუძველზე.
2. ცენტრის საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ზაფხულის და ზამთრის პერიოდში საწვრთნელი პროცესი გრძელდება სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებსა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მეშვეობით.
3. ცენტრში საკონკურსო პრინციპით ჩაირიცხებიან მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული მოზარდები, მათ მიერ სპორტული ნორმატივების შესრულების ან სპორტულ სარბიელზე წარმატებების არსებობის შემთხვევაში.
4. ცენტრის სპორტსმენებთან (მშობლებთან), ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ცენტრისა და სპორტსმენის ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხს.
5. სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს:
ა) ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები;
ბ) ინდივიდუალური წესი, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია დახელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე;
გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები (ტრავმატოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხები, სამედიცინო პირველადი დახმარება და სხვა);
დ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ);
ე) საინსტრუქტორო და სამსაჯო პრაქტიკა.
მუხლი 4🔗.
ცენტრის სპორტსმენთა უფლებამოსილებანი
1. ცენტრის სპორტსმენები უფლებამოსილნი არიან:
ა) ისარგებლონ ცენტრის სპორტული ბაზით, დარბაზებით, ლაბორატორიებით, საერთო საცხოვრებლით, სასადილოთი, ბიბლიოთეკით, საექიმო მომსახურებით, ინვენტარით და სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობებით;
ბ) მოითხოვონ მათ მიერ ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობების შესრულება.
2. ცენტრის სპორტსმენები ვალდებულნი არიან შეასრულონ ცენტრის დებულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 5🔗.
ცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ცენტრის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმართავს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და ხელფასის ფონდს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს და ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებლივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანწესს და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;
თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ი) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეებს სამინისტროსთან შეთანხმებით;
კ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები;
ლ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა ) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ ) სპორტული განყოფილება.
მუხლი 6🔗.
ცენტრის ქონება
1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
3. ცენტრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგოს კანონით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება ცენტრს.
მუხლი 7🔗.
ცენტრის ფინანსური სახსრები
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11🔗.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.