ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016360
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2018 წლის 27 აპრილი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „უ“ პუნქტის და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის
მუნიციპალ
ი
ტეტში
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
საკითხებზე
მომუშავე
საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗.
საბჭო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში – შშმ) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗.
საბჭოს სამართლებრივი საფუძვლები
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს შემადგენლობა
1.
საბჭოს წევრთა შემადგენლობას და ოდენობას განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.
2.
საბჭოს თავმჯდომარეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით).
3.
საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4.
საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით):
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები;
ე) საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ სამი წარმომადგენელი;
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „პროგრესის ვექტორის“ წარმომადგენელი.
5.
საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.
6.
საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
7.
საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ამოცანები
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს წინადადებები, გეგმები და ა.შ;
დ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან;
ე) შეიმუშაოს წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.
მუხლი 5🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1.
საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
დ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვასა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ე) შშმ პირებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
ვ) შშმ პირებთან დაკავშირებით პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
ზ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია-ზედამხედველობა (მონიტორინგი და შეფასების ანგარიშის მოსმენა);
თ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗.
საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) აძლევს დავალებებს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმის სახით;
ვ) უფლებამოსილია საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ამ დებულებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗.
საბჭოს მდივანი
საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს;
ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტ შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
დ) საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗.
საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
1.
საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინანდადებების, დასკვნისა ან რეკომენდაციისგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2.
საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) საბჭოს წარუდგინოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3.
საბჭოს წევრებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
გ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, მხარდამჭერის მიმღებად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) შეუწყდა საკრებულოს წევრობისა და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილება, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან;
ვ) გარდაცვალება.
5.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 10🔗.
საბჭოს საქმიანობის წარმართვა
1.
საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2.
საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.
3.
საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4.
საბჭოს სხდომაზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5.
საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საკითხი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7.
სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8.
საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9.
საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11🔗.
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 12🔗.
საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა
1.
საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთხელ. წლიური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.