📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016745
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,252 სიტყვა · ~16 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 01.02.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 24.10.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 16.08.2019 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 25.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №53 2018 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია დანართი  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება  თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით. 4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.  მუხლი 3🔗 დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით.  თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მუხლი 5🔗 დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახდენს დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენას, აღკვეთასა და თავიდან აცილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულების ღონისძიებების გამოყენებას, აგრეთვე, დანაშაულის გამოძიებასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, აგრეთვე, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობას; გ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე, პირთა განცხადებებსა და საჩივრებსდა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; დ) სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ/ განთავსებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, არასტაციონალურ (მოძრავ) სიჩქარის მზომ და ნომრის ამომცნობ საშუალებებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს უცხოელების დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას; ვ) აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით უზრუნველყოფს გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზებას; ზ) ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს; თ) მონაწილეობს საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევისა და აღნიშნულის შედეგად დაშავებული პირების, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიან სახელმწიფო აღრიცხვაში; ი) ახორციელებს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას; კ) ახდენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლს, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირებას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.  თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო სამმართველო; ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; გ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო; დ) ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო); ე) საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო; ვ) მონიტორინგის სამმართველო; ზ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო; თ) მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო; ი) ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო; კ) შიდა ქართლის მთავარი სამმართველო; ლ) სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო; მ) კახეთის მთავარი სამმართველო; ნ) იმერეთის მთავარი სამმართველო; ო) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო; პ) აჭარის მთავარი სამმართველო; ჟ) გურიის მთავარი სამმართველო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენს დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს. 3. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და რეგიონული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7🔗 1. საორგანიზაციო სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საგზაო მოძრაობის ზედამხედველობის განყოფილება; გ) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება; დ) ანალიტიკური განყოფილება. 2. საორგანიზაციო სამმართველო: ა) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში; ე) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას; ვ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან კოორდინაციით უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას; ზ) ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს; თ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების, ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე. ი) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს და წერილობით რეკომენდაციას (შეთანხმება) გასცემს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე ან/და გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც გზის გარკვეულ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას; კ) ითანხმებს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს (პირობებს); ლ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების, ასევე სპეციალური სიგნალებისა და სპეციალური შეფერილობების დაყენება-გამოყენების საკითხის განხილვას და გასცემს შესაბამის თანხმობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) შეისწავლის საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილ ვითარებასა და მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს საგზაო მოძრაობის პირობებს/წინადადებებს; ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების შესახებ დოკუმენტების მომზადებას და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას; ო) ამუშავებს დეპარტამენტში მიღებულ მოქალაქეთა განცხადებებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კურსების გავლის შესახებ და შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს; პ) მონაწილეობს დეპარტამენტში შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები პირების, აგრეთვე, აკადემიაში კურსებზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევაში; ჟ) აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ სახელმწიფო სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვასა და ანალიზს; რ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაგზავნას; ს) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და განხილვის ორგანიზებას; ტ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით; უ) უზრუნველყოს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დაზღვევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენას; ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗 1. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება; დ) ტრანსპორტის მომსახურების განყოფილება; ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლოატაციის განყოფილება; ვ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილება. 2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო: ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადებას და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენას; გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას; დ) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას; ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების გაცემას; ე) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ინვენტარიზაციების ჩატარებას; ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებს და შესაბამის დოკუმენტაციას გამოუსადეგარი (ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი), გამოუყენებელი ან დაკარგული ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით; ზ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ და კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაპროექტებას, მშენებლობას, მიმდინარე ანდა კაპიტალურ შეკეთებასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას, ასევე სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მუხლი 9🔗 სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო და მასში შემავალი შეიარაღების განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულ მიწოდებას; ბ) დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსის შედგენას, ასევე მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსის შედგენაში; გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ან სამართალდარღვევაში შესაძლო მონაწილე, გატაცებული და დაკარგული პირების მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, აგრეთვე მითითებული პირების/სატრანსპორტო საშუალებების დაკავების/ძებნის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის ორგანიზებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს დეპარტამენტზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სპეციალური საშუალებების/აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამოღებული ცეცხლსასროლი, ცივი და პნევმატური იარაღის დროებით შენახვას; ვ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული შეტყობინებისა და შეკრების გეგმების შემუშავებას, რეგიონული მთავარი სამმართველოების მიერ შედგენილ გეგმებზე მეთოდური დახმარების გაწევას და პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახებას; ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების სამორიგეო განყოფილებებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას და კოორდინაციას; თ) დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს პიროვნებებისა და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებას; ი) უზრუნველყოფს ნაპოვნი სახელმწიფო სანომრე ნიშნების მიღებას, აღრიცხვას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაგზავნას; კ) ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დაფიქსირებული ბირთვულ-რადიაქტიული რეალური განგაშის შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამის ორგანოებზე გაცემას; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვას; მ) უფლებამოსილი პირის (ინიციატორი) მიერ სატრანსპორტო საშუალების ძებნიდან მოხსნის შემთხვევაში ახორციელებს დაკავებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანის ნებართვის გაცემას. მუხლი 10🔗 1. ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო): ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების, განცხადების/საჩივრის მიღებას და მათ რეგისტრაციას, კლასიფიკაციას და განაწილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ან/და შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად მიღებას და აღრიცხვას; გ) ახორციელებს მოსამსახურეთათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მოსამსახურეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატთან გაგზავნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების დაარქივებას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას; ე) უზრუნველყოფს დოკუმენტბრუნვის სისტემაში შექმნილი და დაცული დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების პირველად კონსულტაციას საპატრულო პოლიციის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით ან/და ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში; ზ) ახორციელებს საინფორმაციო მომსახურებას-სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით; თ) უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ძებნიდან მოხსნის შემთხვევაში გასცემს თანხმობას დაკავებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანაზე; ი) ახორციელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოებას, განხილვას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასა და სამართლებრივი აქტის გამოცემას, აგრეთვე ინფორმაციის სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახვას/კორექტირებას; კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გამოცემული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების მასალების მიღებას; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვას, აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მასში შესწორებების შეტანას; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცემს ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. 2. ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) სტანდარტული სამოქმედო პროცედურები განისაზღვრება მოსამსახურეთა სახელმძღვანელო და ხარისხის სტანდარტის დოკუმენტით, რომელსაც გამოსცემს მინისტრი. მუხლი 11🔗 1. საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საზღვრის მართვის განყოფილება; ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (თბილისის აეროპორტი): გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი); დ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის I განყოფილება (ბათუმის აეროპორტი); ე) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის II განყოფილება (ბათუმის პორტი); ვ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის III განყოფილება (ქუთაისის აეროპორტი); ზ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის IV განყოფილება (სამთაწყარო); თ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის V განყოფილება (ცოდნა); ი) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის VI განყოფილება (დარიალი); კ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის VII განყოფილება (ფოთის პორტი); ლ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის VIII განყოფილება (ვალე); მ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის IX განყოფილება (სამება); ნ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის X განყოფილება (კარწახი); ო) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილება (წითელი ხიდი); პ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XII განყოფილება (ვახტანგისი); ჟ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XIII განყოფილება (გუგუთი); რ) სასაზღვრო საგზაო კონტროლის XIV განყოფილება (სადახლო); ს) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის XV განყოფილება (სადახლო); ტ) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის XVI განყოფილება (გარდაბანი). 2. საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარი პუნქტების კოორდინირებულ მუშაობას სახელმწიფო საზღვრის მართვის ერთიანი სტანდარტის დამკვიდრების/არსებობის მიზნით; ბ) განიხილავს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში ახორციელებს თარიღის შტამპის დასმას შესაბამისი აღნიშვნით; ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით გასცემს საქართველოს ვიზას; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელს ნებას რთავს გადმოკვეთოს სახელმწიფო საზღვარი სამგზავრო დოკუმენტის გარეშე; ი) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ორდინალური, საიმიგრაციო და ტრანზიტული ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) განიხილავს განცხადებებს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შემდგომი რეაგირების მიზნით აგზავნის შესაბამის უწყებებში; ლ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან; მ) სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას; ნ) ახორციელებს რისკების მართვასა და ანალიზს, რისკებთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების პროგნოზირებას და გასცემს რეკომენდაციებს პრაქტიკული დახმარების გაწევის მიზნით; ო) სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; პ) უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, იძულების ღონისძიებათა გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წინამდებარე დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის გ“, ე“, „თ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. მუხლი 12🔗 1. მონიტორინგის სამმართველოს შემადგენლობაშია ა) I განყოფილება; ბ) II განყოფილება. 2. მონიტორინგის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივ შემოწმებას და განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს; ბ) დეპარტამენტის დირექტორს კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. მუხლი 13🔗 1. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) I სახაზო – საპატრულო სამმართველო (მთაწმინდა-კრწანისი); ბ) II სახაზო – საპატრულო სამმართველო (ვაკე-საბურთალო); გ) III სახაზო – საპატრულო სამმართველო (დიდუბე-ჩუღურეთი); დ) IV სახაზო – საპატრულო სამმართველო (გლდანი-ნაძალადევი); ე) V სახაზო – საპატრულო სამმართველო (ისანი-სამგორი); ვ) ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველო; ზ) მეტროპოლიტენის სამმართველო; თ) საგამოძიებო სამმართველო; ი) საორგანიზაციო განყოფილება; კ) სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება. 2. რეგიონული მთავარი სამმართველოების შემადგენლობაშია: ა) მცხეთა - მთიანეთის მთავარი სამმართველო: ბ) ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო; გ) შიდა ქართლის მთავარი სამმართველო; დ) სამცხე - ჯავახეთის მთავარი სამმართველო; ე) კახეთის მთავარი სამმართველო; ვ) იმერეთის მთავარი სამმართველო; ზ) სამეგრელოსა და ზემოსვანეთის მთავარი სამმართველო; თ) აჭარის მთავარი სამმართველო; ი) გურიის მთავარი სამმართველო. 3. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს და რეგიონული მთავარი სამმართველოების ფუნქციებია: ა) საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნით პატრულირების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე; ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების ჩატარება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებათა გამოყენება; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა და საქმის წარმოება (მათ შორის, სასამართლოში) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ე) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; ვ) პატრულირების განხორციელებისას ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული სატრანსპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება ან მათში მონაწილეობა; ზ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა; თ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების და სტატისტიკური მონაცემების წარმოება (დამუშავება); ი) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება; კ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე ან/და რკინიგზის გადასასვლელებზე სამუშაოების შესრულებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობა; ლ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობისას შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება, დაზარალებულის/უმწეო მდგომარეობაში მყოფისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და კომპეტენციის ფარგლებში გადაუდებელი ზომების მიღება ადამიანთა დასახმარებლად და მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ქონების დასაცავად; მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი საშუალებების გამოყენება; ნ) მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების განხილვა, ადმინისტრაციული საქმის წარმოების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სტატისტიკური აღრიცხვის წარმოება და ყოველთვიური ჯამური ანგარიშის შედგენა; პ) პოლიციელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახვა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა; რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 4. რეგიონული მთავარი სამმართველოები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ წინამდებარე დებულების მე-9 მუხლით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „თ“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 14🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს; ე) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეთა მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს; ზ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; ი) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; კ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით; ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; მ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; ნ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ო) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას; პ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა უფლებამოსილებებს; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 15🔗 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს მის საკურატოროში შემავალ, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს. 3. დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა ან/და ხელმოწერას; დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. მუხლი 16🔗 1. დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს/სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მთავარ სამმართველოს/სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს დავალებებს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში/სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. რეგიონული დანაყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული დანაყოფის მოსამსახურეს ანიჭებს სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების უფლებამოსილებას. 4. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე/სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის წინაშე.