„ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №64 |
|
2018 წლის 25 აპრილი ქ. ხონი |
1. დადგენილების მე-2 მუხლის 1 - ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში საპატიო მოქალაქის) წოდებას ანიჭებს ხონის მუციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით ხონის მუნიციპალიტეტის მერი.“.
2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს ხუთ პირს. “.
3. დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები “.
4. დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის მიერ სარეკომენდაციო საპატიო მოქალაქის კანდიდატის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრით. კომისიის თითოეული წევრი ხმას აძლევს არაუმეტეს ხუთ კანდიდატს. “.
5. დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისია უფლებამოსილია რეკომენდაცია გაუწიოს საპატიო მოქალაქეობის იმ ხუთ კანდიდატს, რომელიც დააგროვებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ ხმათა ნახევრისა. თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში კენჭისყრა ხორციელდება განმეორებით. კვლავ ხმების თანაბარი რაოდენობის დაგროვებისას გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს. მრავალი კანდიდატის შემთხვევაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე ხუთი კანდიდატიდან თუ რომელიმეს არ ექნება ხმის მიმცემი კომისიის წევრთა ნახევრის ხმა, კომისიას შეუძლია ამ კანდიდატს განმეორებით უყაროს კენჭი საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის.“.
6. დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობების, სიგელების და მედალიონების დამზადების ორგანიზაციას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპაილტეტის მერია. “.
|