ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2018 წლის 25 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემა დანართის შესაბამისად.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანებისა და პროცედურების დადგენის გზით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომ – დაწესებულება), „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ – კანონი) გამოყენებულ ტერმინებს.
2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, აღსაზრდელზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად;
ბ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად;
გ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად;
დ) სტრუქტურული ერთეული – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და საკოორდინაციო სფეროში მიმდინარე პროცესის შესახებ ანგარიშგებას. ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას, თითოეული ამ დადგენილებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, მათთვის დებულებით (წესდებით), ან/და სხვა სამართლებრივი აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) წლიური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას;
ვ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან;
ზ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და შესაბამისი მონიტორინგის განმახორციელებელი გუნდის დასკვნით დადასტურებული მონაცემები;
თ) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები;
ი) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში;
კ) აქტივობა – ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას;
ლ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი, ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან ზოგიერთ შემთხვევაში შესრულებულია თუ არა აქტივობა;
მ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს;
ნ) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესისა და მასში ჩართული პირების (აღსაზრდელები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას;
ო) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, აღსაზრდელის ოჯახის წევრთან და/ან აღსაზრდელთან კომუნიკაცია;
პ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე, ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს;
ჟ) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით ან/და მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს შეფასების პროცესში.
მუხლი 3🔗.
მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრინციპები
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს.
2. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრინციპებია:
ა) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის განსაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისთვის;
ბ) განხორციელებადობა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარდაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული;
გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დაცვით;
დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ე) აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება.
მუხლი 4🔗.
მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები
მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანებია:
ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით;
ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით;
გ) მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით;
დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ;
ე) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის, ფინანსური რესურსების) განსაზღვრა;
ვ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად;
ზ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისათვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 5🔗.
მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული, რომელიც წინამდებარე დოკუმენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდის, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.
2. მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევისა და აყვანის წესს განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
მონიტორინგის გუნდი
1. სტრუქტურული ერთეული ქმნის მონიტორინგის გუნდს და ამტკიცებს მის დებულებას, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს, შესაბამის ანგარიშგებას და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს შეფასების პროცესში.
2. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკისა და მოცულობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მონიტორინგის პროცედურები
1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ერთხელ, სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარშემუშავებული წლის განრიგის მიხედვით.
2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე.
3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლისა და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.
4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით.
5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში.
6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა, ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვა.
7. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურული ერთეულის მიერ დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში, ელექტრონული, ან მატერიალური ფორმით წარადგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები, ან წარადგინოს ნებისმიერ დროს, სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
მონიტორინგის ანგარიშგება
1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ერთხელ.
2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.
3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს.
5. წლიური მონიტორინგის შედეგად, დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
6. წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსასწორებლად დაწესებულებისთვის განსაზღვრული გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა), გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სტრუქტურული ერთეული.
7. სტრუქტურული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
შეფასების პროცედურები
1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად 4 წელიწადში ერთხელ, თითოეული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების მომენტის მხედველობაში მიღებით.
2. შეფასების წელს, არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით, სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოოს, ან დაავიწროოს შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი, ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის, ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევებისა და საჭიროებების დადგენაზე.
3. სტრუქტურული ერთეული შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასების ინსტრუმენტს და ახდენს მის პილოტირებას.
4. სტრუქტურული ერთეული შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება და სხვა.
5. შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით, შემდგომ, მონიტორინგის გუნდის მონაწილეობით ახორციელებს შეფასებას.
6. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის გუნდის მონაწილეობით უზრუნველყოფს დაწესებულებების შეფასებას.
7. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ, მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში.
მუხლი 10🔗.
შეფასების ანგარიშგება
1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს.
2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ.
4. სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს.
5. სტრუქტურული ერთეული შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.