,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2018 წლის 27 აპრილი დაბა ქედა |
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 მაისის №6 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11.05.2016წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016193) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.
რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2.
რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;“.

3.
რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის. კომისიის მიერ კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრამდე კომისიის სხდომას უძღვება კომისიის უხუცესი წევრი.“.

4.
რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ (როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა) ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|