შპს „ტაჩი საქართველოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 8909-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადე ბელ ი – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს ,,ტაჩი საქართველო“ (ს/კ 405069866)
წარმომადგენელი – შპს ,,REAL Georgia”
დირექტორი – ბაჩუკი ქირია
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის წარმოებაშია შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმე.
2018 წლის 28 მარტს შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კრების მოწვევა შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
2018 წლის 17 აპრილს კრედიტორთა კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 27 აპრილს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge .
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი