,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2018 წლის 27 აპრილი აბაშა |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016300) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ :
ა ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა :
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის , სამსახურის უფროსის მოადგილის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან .
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება ;
ბ ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ;
გ ) საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება ;
დ ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება .
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნისას ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან .
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , სამსახურის უფროსის ბრძანებით , განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი მოხელე .
6. განყოფილების მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად .“;
ბ ) დებულების მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 4. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები :
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას ;
ბ ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას ;
გ ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის ;
დ ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას ;
ე ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას ;
ვ ) გასული დოკუმენტების გაგზავნას ;
ზ ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად ;
თ ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას ;
ი ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას ;
კ ) საქმის წარმოებაში ბეჭდების , შტამპების , ბლანკების სათანადო გამოყენებას ;
ლ ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმის წარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე ;
მ ) მერიაში ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას;
ნ ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მართვას და ადმინისტრირებას;
ო ) მერიაში კადრების აღრიცხვას , საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას მათი სამუშაოზე მიღების , სამუშაოდან გათავისუფლების , შვებულებაში გასვლის , სამივლინებო , საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადების კოორდინაციას , მოსამსახურეთა მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
პ ) მერიის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების და სამუშაო გეგმების მომზადებაში მერიის სამსახურების მეთოდურ დახმარებას , მოსამსახურეთა სამუშაოს შესრულების შეფასებისა და ანგარიშგების კრიტერიუმების და ფორმების განსაზღვრას , საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭების შესახებ წინადადებების მომზადებას , მოხელეთა პროფესიული განვითარების ორგანიზებას მერიაში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ჟ ) მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შევსებისა და შრომით ხელშეკრულებით პირის სამსახურში მიღების მიზნით კონკურსების ორგანიზებას;
რ ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას .
ს ) მოქმედი კანონმდებლობით , მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .“;
გ ) დებულების მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 5. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები :
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს :
ა ) საკრებულოს , მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ;
ბ ) საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას ან მონაწილეობს მათ მომზადებაში უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ გამართულობას და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ;
გ ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას , საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;
დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ;
ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ;
ვ ) მოქმედი კანონმდებლობით , მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
დ ) დებულების მე -6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე “ ქვეპუნქტი;
ე ) დებულების მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 7. საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება ;
საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს :
ა ) ინფორმაციის მიწოდებას მერისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ;
ბ ) წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიწოდებას მერზე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ ;
გ ) საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას ;
დ ) მერის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას ;
ე ) მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით დასახლების საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული პროცედურული და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას ;
ვ ) მერის სამუშაო თათბირების მომზადებასა და ჩატარებას , მოსაწვევ პირთა გაფრთხილებას და აღრიცხვას , აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას ;
ზ ) საკრებულოს , მერიის , მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა -ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა -პატრონობას , აღჭურვას , კეთილმოწყობას , დაგვა -დალაგებას , კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას ;
თ ) საოფისე ავეჯის , კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა -პატრონობას , რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას ;
ი ) საკრებულოს , მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას ;
კ ) საკრებულოს , მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის , ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას ;
ლ ) საკრებულოს , მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა -პატრონობას , რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას ;
მ ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით .“.
|