აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2018 წლის 27 აპრილი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №41 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, კეთილმოწყობას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებასა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების –
განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას;
ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ლ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
მ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ნ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ო) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
პ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ჟ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
რ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ს) მშენებლობის ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;
ტ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;
უ) დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას;
ფ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზების და თავსებადობის ხელშეწყობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
ქ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინებას;
ღ) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება);
ყ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
შ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
ჩ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიციირებას;
ც) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათი გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას;
ძ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;
წ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;
ჭ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას;
ხ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება
ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
თ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
კ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
მ) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ნ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას;
პ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
ჟ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;
ბ) დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას;
გ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზების და თავსებადობის ხელშეწყობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათ გათვალისწინებას;
ე) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება;
ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
თ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიციირებას;
ი) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას;
კ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;
მ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას;
ნ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.