დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2018
ძალის დაკარგვა 04.07.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.169.016394
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №44 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.06.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2018 წლის 27 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები“, დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2014, 010260020.35.169.016185).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
სტაჟირების მიზანი
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
2. კვალიფიციური კადრების მომზადება.
3. მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
4. დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონებში მცხოვრები პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 2🔗.
სტაჟიორები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%); ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
4. სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟიორთა მიღების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს ათ დღეზე ნაკლები.
4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და წერილობით აცნობებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდონ ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალიტეტის საკრებულო ინფორმაციას აწვდიან ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებს ბიუროს.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვ.), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს/დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან.
მუხლი 7🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლება-მოვალეობები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებენ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში(მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
№
სერტიფიკატი ეძლევა
______________________
(სახელი, გვარი)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი)
სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
______________________________________
(დაწესებულების დასახელება)
___________________
__________
(ხელმოწერა)
(თარიღი)