მესტიის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2018
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) |
| 2 | ცხენის ძალა არანაკლებ |
| 3 | გადაცემათა კოლოფი |
| 4 | სიგრძე არანაკლებ |
| 5 | სიგანე არანაკლებ |
| 6 | სიმაღლე არანაკლებ |
| 7 | წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს |
| 8 | საგარანტიო პირობები |
| 9 | უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშ ტესტის სერთიფიკატი |
| 10 | ელექტროშუშები |
| 11 | აუცილებელი მოთხოვნები |
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2018 წლის 27 აპრილი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მესტიის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი
მესტიის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
მესტიის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – დაწესებულება) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია;
ბ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
გ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს (არაუმეტეს 2).
მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობა დგინდება შემდეგი პრინციპით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით ყოველ 50 საშტატო ერთულზე 1 ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.
მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის.
3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა.
4. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის.
მუხლი 6🔗. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა
დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
ცხრილი №1
№
მსუბუქი ავტომობილები
1
ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)
1.1
2
ცხენის ძალა არანაკლებ
77
3
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი
4
სიგრძე არანაკლებ
3850
5
სიგანე არანაკლებ
1695
6
სიმაღლე არანაკლებ
1455
7
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს
8 ლიტრი
8
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)
9
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
10
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
11
აუცილებელი მოთხოვნები
- სათადარიგო საბურავი;
- წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;
- კონდიციონერი;
- აუდიოსისტემა;
- უკანა საქარე მინის
ელ. გათბობა;
- საჭის გამაძლიერებელი;
- ABS
ცხრილი №2
№
მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი
1
ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)
1.0
2
ცხენის ძალა არანაკლებ
82
3
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი
4
სიგრძე არანაკლებ
3665
5
სიგანე არანაკლებ
1600
6
სიმაღლე არანაკლებ
1575
7
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს
9.3 ლიტრი
8
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე , გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)
9
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშ ტესტის სერთიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
10
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
11
აუცილებელი მოთხოვნები
- სათადარიგო საბურავი;
- წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;
- კონდიციონერი;
- აუდიოსისტემა;
- უკანა საქარე მინის
ელ. გათბობა;
- საჭის გამაძლიერებელი;
- ABS
- 4x4