📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,200 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის  ჩამოწერის მიზეზი
№–დან №–ის ჩათვლით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2017 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196​1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.08.2015 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.03.2018 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1963,196 6, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.02.2016 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების, მათი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, რეაგირებისათვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2018 წლის 27 აპრილი ქ. დედოფლისწყარო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-80 მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  239-ე მუხლის მე-14  ნაწილის, 240-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  მე-2  პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის    შესაბამისად,   დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2018 წლის 12 აპრილის MES 3 18 00408977 წერილით)  დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი  დანართი  2-ის შესაბამისად  (დანართი 2 თან ერთვის); გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი 3-ის შესაბამისად  (დანართი 3 თან ერთვის); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი დანართი 4-ის შესაბამისად  (დანართი 4 თან ერთვის); ე) გამოსაყენებლად  უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმის  ჩამოწერის  აქტის ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად (დანართი 5 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის  13 თებერვლის №7  დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  01025002035169006581, 04/03/2009). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი 1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № ______________20   წ.                                                                                                                        ___________________________           (თარიღი)                                                                                                                                 (ოქმის შედგენის ადგილი) 1.  მე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების,   საქართველოს ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის   შესაბამისად  შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ   --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                       (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება - დამკვეთი, შემსრულებელი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდარღვევის შინაარსი) _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ რაც გათვალისწინებულია    _______________________________________________________                              (მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი) 2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა) ახსნა-განმარტება: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 3. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული  ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები: მე, _____________________________________________________________________________ (სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი) გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“. 4. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით. ოქმი შევადგინე:                 _________________________________________________________________        (ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა) ოქმს გავეცანი:                                                           ___________________________________________________              (სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა) მოწმეები (დასწრების შემთხვევაში): ­­ ______________________                   _____________________________________                             _______  (სახელი, გვარი)                                      (მისამართი, პირადობის მოწმობის №)                                            (ხელმოწერა) _____________________                    ______________________________________                         --------------- (სახელი, გვარი)                                       (მისამართი, პირადობის მოწმობის №)                                           (ხელმოწერა) დაზარალებულები (არსებობის შემთხვევაში): _____________________          ______________________________________                    ___________ (სახელი, გვარი)                                           (მისამართი, პირადობის მოწმობის №)                              (ხელმოწერა) _____________________            ______________________________________                ___________ (სახელი, გვარი)                                         (მისამართი, პირადობის მოწმობის №)                              (ხელმოწერა) 5. ოქმის ასლი ჩავიბარე: _____________________________________           _____________________                        --------------------- (სამართალდამრღვევის სახელი, გვარი)             (მისამართი,  პირადობის  მოწმობის №)                 (ხელმოწერა) შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. დამკვეთი: დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერია დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის  № . დანართი 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წ ე ს ი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. წინამდებარე წესის მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება. მუხლი 2🔗 1. პოლიგრაფიული საწარმო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან  დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას. 2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების სტამბიდან ჩაბარების უფლება აქვს მინდობილობით აღჭურვილ პირს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში. მუხლი 3🔗 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 ნაწილით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების სამართალდარღვევებზე. მუხლი 4🔗 1. უფლებამოსილი თანამშრომლისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება მერიის ზედამხედველობის  სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3). 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 4). 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სარეგისტრაციო ჟურნალში. 5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის  სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 6. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით. 7. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 9.  ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 5🔗 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება გამოსაყენებლად  უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის აქტით (დანართი 5). 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 უფლებამოსილი პირი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, სწორად და ხარისხიანად შეავსოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამშრომელს დაეკისრება პასუხისმგებლობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. დანართი 3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № ოქმის გაცემის თარიღი ოქმის ექსკლუზიური ნომერი ოქმის რაოდენობა ოქმის მიმღების გვარი, სახელი ხელმოწერა მიღებაზე გამოსაყენებლად უვარგისი  ოქმის ექსკლუზიური ნომერი შენიშვნა №–დან №–ის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანართი 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო  ჟურნალი № ოქმის № ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი ოქმის შემდგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა სამართალ- დამრღვევი პირის მონაცემები სამართალდარღვევის ჩადენის არსი (მიეთითოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) გატარებული ღონისძიება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 დანართი 5 გამოსაყენებლად  უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა  ოქმების  ჩამოწერის  აქტის ფორმა                                    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია  გამოსაყენებლად  უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის  აქტი № ----- ქ.დედოფლისწყარო                                                                             ----------   2018  წელი № ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის  ჩამოწერის მიზეზი რაოდენობა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ექსკლუზიული ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- ზედამხედველობის სამსახურის უფროსი                                                 /----------------------/   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის    მერის მოადგილე                                                                                         /------------------------/ უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე                                                    /------------------------/