„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2018 წლის 27 აპრილი ქ.ლაგოდეხი |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.“.
2. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი მოქალაქეები.“.
3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.“.
4. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.“.
5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.“.
6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 522 900 (ხუთას ოცდაორი ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 106 000 (ასექვსი ათასი) ლარი, ჯამში „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია 628 900 (ქვსას ოცდარვა ათას ცხრაასი) ლარით.“.
7. მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებისთვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.“.
8. მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი ,,უდედმამო ბავშვები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„151. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე):
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“.
9. მე-10 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე და თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინასებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად 100 ლარი აბონენტის სარეგისტრაცო ნომერზე.“.
10. მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).“.
11. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.“.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „დანართი №2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
“.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.04.2018. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.167.016384.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №34, 27.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016384 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4169742/